ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას ნათესავი: ცხედარს დღესვე გადმოასვენებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენებას ნათესავები დღეს ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარდაცვლილის ბებიის დამ უთხრა.

„ირაკლის გარდაცვალების შესახებ მედიით გავიგეთ. დღეს დამირეკეს სენაკიდან და მითხრეს, რომ ბინას აწესრიგებენ, რადგან ცხედარს დღეს გადმოგვცემენო. გარდაცვლილს სენაკში აქვს სამოთახიანი ბინა. თვითონ ობოლი იყო. არც არავინ ჰყავს ახლო ნათესავები, ორი ბიძაშვილის  და ერთი დეიდის გარდა. დეიდა ირკუტსკში ცხოვრობს. მე თბილისში ვარ და თუ გადმოასვენეს, აუცილებლად ჩავალ“, - თქვა როზა გულორდავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

ამავე თემაზე:

JAMnews: დაურ კოვეს ინფორმაციით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა

EUMM გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ქობალია: რუსების წარმომადგენლები ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას აჩიგვარაში ითხოვენ
Print