ახალი ამბები
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დასრულდა.

ექსპერტის ირაკლი თოიძის ინფორმაციით, სხეულს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები, რომელიც სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგაა განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები დაადგენს“, - აღნიშნა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, კვარაცხელიამ ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაკითხვის ოთახში მოიკლა თავი და მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლებს კი, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.


ამავე თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა (ვიდეო) 

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდზე გადმოასვენეს

Print