რეგიონი
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს (ვიდეო)
ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

მას ადგილზე ახლობლები და მეზობლები ადგილზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში დახვდნენ.  ნათესავებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ცხედრის დათვალიერებას აპირებენ.

"ჯერჯერობით, არცერთი ვერსიის არ გვჯერა, მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის. ვენდობით ექსპერტიზის შედეგებს",- აღნიშნა გარდაცვლილის ბიცოლამ ია კვარაცხელიამ.

ახლობლებმა ასევე თქვეს, რომ ირაკლი კვარაცხელია გალში პერიოდულად, სეზონურად სამუშაოდ გადადიოდა, თუმცა ახლა რა უნდოდა იქ, არ იციან. გარდა ამისა, ახლობლები ამბობენ, რომ მას არც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაკრძალვენ ირაკლი კვარაცხელიას. მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა.


ამავე თემაზე:

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექპერტიზა ჩაუტარდა
Print