ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი 8 მილიონამდე ლარით გაიზარდა
ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა და 52615,4 ლარის ნაცვლად 60518,8 ლარით განისაზღვრა. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. დამატებული 7903,4 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელებას მოხმარდება. 

კერძოდ: 260,0 ათასი ლარი -სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდება; 

2478,8 ათასი ლარი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობისათვის (160,0 ათასი ლარი ქალაქ ზუგდიდში საბავშვო მოედნების მოწყობისათვის; 2261,8 ათასი ლარი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარში არსებული კაფე-რესტორნის რეაბილიტაციისათვის და 57,0 ათასი ლარი ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლზე გასახდელების მოწყობისათვის;

797,9 ათასი ლარი - ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის;

232,2 ათასი ლარი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის ფურნიტურის შესყიდვისათვის (ქალაქ ზუგდიდში 126,0 ათასი ლარი - ურბანული ფურნიტურის შესყიდვა, 16,0 ათასი ლარი - ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიისათვის სანაგვე ურნების შეძენისათვის და 90,2 ათასი ლარი - ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე მცენარეების შესყიდვისათვის);

1351,3 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისათვის;

1224,2 ათასი ლარი - პარკების, სკვერების და ბულვარის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროგრამის განსახორციელებლად (252,6 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეივნის მოწყობისათვის, 561,1 ათასი ლარი - ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების მოწყობისათვის და 410,5 ათასი ლარი - ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველო ბილიკების რეაბილიტაციისათვის;

104,1 ათასი ლარი - მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის (12,7 ათასი ლარი-განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედნის და 91,4 ათასი ლარი - ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაციისათვის);

506,9 ათასი ლარი - ქ. ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტბისა და სარწყავი სისტემის წყალმომარაგებისათვის;

948,0 ათასი ლარი - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა



Print