რეგიონი
სუს: ლევან ძაძუასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიაში დაკავებულ ლევან ძაძუასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.
რადიო "ათინათს" უწყებაში უთხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით სპეცდანიშნულების რაზმმა ძაძუა სახლიდან გვიან ღამით აიყვანა.

ამავე თემაზე:

ადგილობრივის ინფორმაციით, ოტობაიაში დაკავებული ლევან ძაძუა ნაცემია
Print