რეგიონი
აფხაზეთის ომის დროს დაკარგული ერთ-ერთი მამაკაცის ნეშტი ფოთში დაკრძალეს
ფოთში, მალთაყვის სასაფლაოზე, 1992-1993 წლებში დაღუპული მურთაზ გოგიას ცხედარი დაკრძალეს. ის ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

გოგიას ნეშტი ოკუპირებული აფხაზეთიდან სხვა 11 დაკარგულთან ერთად გადმოასვენეს, რომელთაგან 7 მებრძოლი, 5 კი მშვიდობიანი მოქალაქეა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.


Print