ახალი ამბები
ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
ოკუპირებულ გალში, ჯერჯერობით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სოფელ ხურჩაში,
2016 წელს აფხაზი ე.წ მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს. სენაკში ოთხოზორიას დედა, მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ.

"ისევ განმიახლდა ჩემი ტკივილი. როდემდე უნდა გაგრძელდეს, რუსების ასეთი ქმედება. თავი რომც მოეკლა, ალბათ, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, შეილახა მისი თავმოყვარეობა ისე, რომ სიცოცხლე არაფრად უღირდა, ან წამებაში შემოაკვდათ, ისეთი ნაწამები სახე აქვს. ვზივარ ჩემთვის ჩუმად, როდის მოეღება ამ ყველაფერს ბოლო", - უთხრა რადიო "ათინათს" ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ.

ირაკლი კვარაცხელიას ხვალ სენაკში დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას ძმა: ჩემი ძმა ჯერ აწამეს და მერე ჩამოკიდეს
Print