ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ გალში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სენაკში მიუსამძიმრა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი სტრუქტურები საქმის რეალური გარემობების სწრაფად დასადგენას მუშაობენ. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ჟენევის თანათავმჯდომარეები კვარაცხელიას საქმეზე რუსულ მხარესთან ისაუბრებენ.

„ამისათვის, მოგეხსენებათ, ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და ცხედარი გადმოცემულ იქნა. სამხარაულის საახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახლა კომპლექსურ ექსპერტიზას ატარებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას კითხვებს დაზუსტებით გაეცეს პასუხები. გამოძიებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს საკითხი, მიმდინარე კვირას, უკვე იყო თანათავმჯდომარეებთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი მომდევნო კვირას მოსკოვში იქნებიან და სწორედ რუსულ მხარესთან დააყენებენ საკითხებს, რაც ირაკლი კავარცხელიას გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ყველა იმ მასალისა და გარემოების აუცილებლად გაცნობის თაობაზე, რაც ხელთ უნდა გვქონდეს. მათ შორის, აფხაზური მხარის მიერ ნახსენები იყო კადრები, რომლებიც შეიძლება გამოძიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. არსებობს ისეთი ფორმატები, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, რაშიც ასეთი ტიპის მასალები იცვლება და ჩვენ გვქონია კიდეც პრეცედენტი, როდესაც ქართული მხარე გარკვეულ ვიდეოკადრებს გაცნობია. ველოდებით, რომ თანამშრომლობა ამაზე მაინც შედგება. ვფიქრობ, რომ ახლა ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს გვერდში დავუდგეთ. მას პატარა ქალიშვილი ჰყავს. ჩვენც, ადგილობრივი ხელისუფლებაც მზად ვართ, რომ მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი,“  - აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი კვარაცხელიას სენაკში ხვალ დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.