ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ სირთულეებისა,რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებობს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ „რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს“.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ
ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ტაძარშია დასვენებული, მას რამდენიმე საათში დაკრძალავენ.

კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.


Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
21 / მარტი 2019
ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა "აიაირას" ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ,
21 / მარტი 2019
სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას იმ  განცხადებას ეხმაურება, რომელიც ზუგდიდის მერობის არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თხილის
21 / მარტი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის "დღის ცენტრი", თითქმის, 6 წელია, ფუნქციონირებს. აქ სხვადასხვა ასაკის მოზარდების ადრეულ
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.