რეგიონი
ფოთის თეატრის მსახიობმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზი მოიპოვა
ფოთის თეატრის მსახიობმა ჯანო იზორიამ ფილმში "ცუდი ხალხი" მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი მიიღო. აღნიშნული ნომინაციის გარდა, კანადაში გამართულ Redline International Film Festival-ზე გიორგი თავართქილაძის ფილმს “ცუდი ხალხი” 3 ნომინაცია ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი, საუკეთესო მსახიობის ჯილდო ვახო ჩაჩანიძეს ერგო.

„ცუდი ხალხი“ ეროვნული კინოცენტრის, კავკასიის კინოსერვისისა და Art-Things-ის მხარდაჭერით შეიქმნა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ გვიყვება.

სწორედ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალია Redline International Film Festival .

Print