სარეკლამო მასალა
ზუგდიდში სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფილიალი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®️

ზუგდიდში, გამსახურდიას 28 ნომერში, სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ რიგით მეოთხე რეგიონალური ფილიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები,

თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „პრაიმის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ზურაბ შავლაყაძის თქმით, კომპანია მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს და ხარისხიან მომსახურებასაც ჰპირდება. 

„ფოთის, მარნეულის, ბათუმის შემდეგ გადავწყვიტეთ, ზუგდიდში გაგვეხსნა ფილიალი, რადგან ვავითარებთ ფილიალებს. გვიხარია, რომ ადგილობრივებში მოყვა გამოხმაურება და მხარდაჭერა. მათ ხარისხიან მომსახურებას ვპირდებით“, - აღნიშნა შავლაყაძემ. 

რაც შეეხება კონკრეტულ მომსახურებებს, კომპანია ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის, ავტოდაზღვევას, ქონების, მარაგების, ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისგან, მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობისა და სავალდებულო დაზღვევის ყველა სახეობას სთავაზობს. 

„აქ ზუგდიდელებს შეეძლებათ შეიძინონ სრული სადაზღვევო სერვისი და ნებისმიერი დასაზღვევი პროდუქტი. მათ ვთავაზობთ გაუმჯობესებულ ახალ პროდუქტებს, შესაძლებელია ონლაინ-შესყიდვა და მომსახურება, რომელიც თანდათან იხვეწება. ამასთან, ვიმკვიდრებთ ჩვენს კონკრეტულ ადგილს, ჩვენს ნიშას ბაზარზე, რომელიც ფასების ლავირებაში, მომსახურების მაღალ დონეში, სერვის-ცენტრების სიმრავლესა და პროვაიდრების ფართო ქსელში გამოიხატება“, - გვითხრა კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ. 

ამ ეტაპზე „პრაიმის“ ადგილობრივ სერვისცენტრში 5 თანამშრომელია დასაქმებული, ადგილობრივ ფილიალს კი გიგა სამუშია ხელმძღვანელობს. თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, უახლოესი თვეების განმავლობაში 20-ზე მეტი იქნება. 

კომპანია ფილიალების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.


 

Print