ახალი ამბები
მინისტრი: დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი
2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება. მისივე ინფორმაციით, 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება, დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომის ვეტერანი. 

მინისტრმა არსებული მიდგომის გასაფართოებლად, დიალოგისა და კრიტერიუმების გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.