სპორტი
ს.კ."ზუგდიდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" კახაბერ გოგიჩაიშვილი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2-ის, მესამე ტურის დასრულების შემდეგ მოხდა.

გოგიჩაიშვილმა ზუგდიდურ გუნდში ამ პოზიციაზე გიორგი თურმანიძე შეცვალა.

კახი გოგიჩაიშვილი წლების მანძილზე თბილისის „დინამო“-ს ღირსებას იცავდა და გარდა ამისა, მას არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში უთამაშია. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, კახი გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა, მანამდე კი დინამოელთა ამავე კლუბის 19-წლამდელებში მუშაობდა. ასევე, გოგიჩაიშვილი წვრთნიდა ლანჩხუთის "გურიას"-ს,  ტყიბულის "მეშახტე"-ს და თბილისის „მარკ სტარს“-ის გუნდებს.

კახი გოგიჩაიშვილი ზუგდიდურ კლუბში მუშაობას დღეიდან შეუდგება.
Print