რეგიონი
ფოთის მერიიდან საგამოძიებო უწყებამ დოკუმენტაცია ამოიღო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. ამის შესახებ რადიო"ათინათს" ინფორმაცია ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი. უწყებაში ამბობენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შესწავლის მიზნით, 2015 - 2017 წლებში სხვადასხვა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღეს, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.






Print