რეგიონი
დადიანების სასახლის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების აღდგენილი ქანდაკება დადგეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარი დაზიანებული კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას რესტავრაცია ჩაუტარდა. ქანდაკება უკვე აღნიშნულ ადგილზე დგას.

შესაბამისი ფოტოები მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ გამოაქვეყნა.

ქანდაკების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის მერიამ, დაახლოებით, 6 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი იანვარში გამოაცხადა.

ზუგდიდში ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება გასული წლის მაისში დააზიანეს და კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს.

ფოტო: ლაშა ჯიქია

ამავე თემაზე:

მეღვინე კოლხური ქალღვთაების ძეგლისთვის სახელის „კოლხიშ ნანა“ დარქმევის ინიციატივით გამოდის

Print