ახალი ამბები
თენგო ჯგუშია: ვერთვები ზუგდიდის მერის არჩევნებში, უფულოდ და ღირსებით
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგო ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე უთხრა. ჯგუშიას თქმით, მას სხვა გეგმები ჰქონდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის დასახელების შემთხვევაში ის არჩევნებში ჩაერთვება.

„ზუგდიდში კორუფციის ფაქტზე დაიჭირეს მერი და ის ზის ციხეში- ვინ დაიჭირა? ქართულმა ოცნებამ.  აქვს თუ არა ივანიშვილს, მმართველ პარტიას ამ ყველაფერის შემდეგ კანდიდატის დასახელების უფლება?  "ოცნება" ამ სირცხვილს ხელს აწერს და უკვე ერთ კვირაში აყენებს მერის კანდიდატს. აქედან გამომდინარე მოსახლეობა რჩება ნაციონალის ან ოცნების რეჟიმთან, რომ გადავარჩინო ეს მოსახლეობა ამ დათრგუნული რეჟიმისგან, მე ხარაკირის ვუკეთებ ჩემს თავს. უფულოდ, ყველანაირი პარტიული სტრუქტურის გარეშე, მხოლოდ ბრძოლით, მოსახლეობასთან ერთად ვერთვები არჩევნებში“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდი მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება.

ამავე თემაზე:

თენგო ჯგუშიამ გუბერნიის თანამშრომლებს ნარცისები დაურიგა (ვიდეო)
Print