ახალი ამბები
"თაუნ პარკის" საქმეზე გადაწყვეტილება 23 მარტს გამოცხადდება
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "თაუნ პარკის" საქმეზე არსებითი განხილვა გუშინ,19 მარტს დაიწყო და გუშინვე დაასრულა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" კომპანიის იურისტმა დავით შველიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება შაბათს, 23 მარტს გამოცხადდება.

საუბარია "თაუნ პარკის" სარჩელზე, რომელშიც კომპანია ზუგდიდის მერიას ხელშეკრულების გაწყვეტის კანონიერებას ედავება.

მანამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მერიასა და „თაუნ პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის განკარგულების შეჩერების შესახებ. რაც შეეხება მერიის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს, შველიძემ მაშინ განმარტა, რომ „თაუნ პარკს“ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ბოლომდე შეესრულებინა მოვალეობები, რაც, თავის მხრივ, ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებით იყო გამოწვეული.

ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში გაუწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

საკრებულოს თავმჯდომარე:"თაუნ პარკს" უფლება არ აქვს, მოქალაქეებს პარკირების საფასური გადაახდევინოს
Print