არჩევნები
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ცესკო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 19 მაისს, კვირას გეგმავს. შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე მიიღებს და გამოაცხადებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ცესკოში განუცხადეს.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 12 სექტემბერს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა.



Print