ახალი ამბები
აფხაზურ ტელეარხზე გუდაურის და მცხეთის რეკლამა გადის
აფხაზურ ტელეარხ „აბაზა ტვ“ - ზე გუდაურის და მცხეთის ქართულენოვანი რეკლამა გადის. ინფორმაციას ქართველი ბლოგერი Giorgi Cyxymu Jakhaia ავრცელებს. 
„აბაზა ტვ“ დამოუკიდებელი ტელესამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც სოხუმში 2007 წელს დაფუძნდა. ტელეარხი 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს რუსულ და აფხაზურ ენებზე. გადაცემების ბადეში განთავსებულია მხატვრული ფილმები, გასართობი გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები. 



Print