ახალი ამბები
ფოთში დენის დარტყმისას დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, დენის დარტყმისას დაშავებული 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა. მოზარდი თბილისში, სწორედ აღნიშნულ ცენტრში იყო მოთავსებული.

აქ 9 წლის ბავშვი ფოთის კლინიკიდან გადაიყვანეს. შემთხვევა 11 მარტს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



Print