პოლიტიკა
გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ მერობის კანდიდატად განიხილება
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ მან რადიო "ათინათს" უთხრა. შენგელიას ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს.

"საუბარი რომ არის ამაზე, ნამდვილად ვადასტურებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საბოლოოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი", - უთხრა რადიო "ათინათს" შენგელიამ.

"ქართულ ოცნების" პრესსამსახურშიც გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება.
Print