ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, გოგონათა შორის ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ გაიმარჯვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა 15 და 17 წლამდელთა შორის შეჯიბრში 8-8 რეკორდი მოხსნა და ორჭიდის ჯამში სარეკორდო მაჩვენებელს 17 კილოგრამით გადააჭარბა.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


Print