ახალი ამბები
რუხში 83 წლის ქალს მესამე დღეა ეძებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კაკაბაძეების ოჯახი დაკარგულ 83 წლის თალიკო პატარაიას ამ დრომდე ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატარაიას ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიციაც მუშაობს.

„მეზობელთან წავალო დაუბარებია, თუმცა როდესაც ჩემმა მშობლებმა მიაკითხეს იქ არ იყო. აბასთუმანშიაო გვითხეს, იქაც იყვნენ მისულები, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დაკარგულის შვილიშვილმა.

დაკარგულ თალიკო პატარაიას მესემე დღეა ეძებენ.


ამავე თემაზე:
რუხში დაკარგულ ადგილობრივს ეძებენ (ფოტო)
Print