ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის 20-მდე სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას და ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფას ითხოვენ. სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკის ქეთევან ხუბუტიას თქმით, გაფიცვა მანამ გაგრძელდება სანამ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც არ შესრულდება.

„გავიფიცეთ იმიტომ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს ბავშვებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვერ ვაწვდით იმ სერვისებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის ვითხოვთ ხელფასების გაზრდას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ჩვენ გვიწევს, რომ ჩვენი ხელფასიდან ვიხადოთ ტრანსპორტის თანხა. სამეგრელოს  სოციალური მუშაკები შესაბამისად შევუერთდით იმ საერთო აქციას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქეთევან ხუბუტიამ.

საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან.


ფოტო: ლიბერალი



Print