პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს. ამიტომ ვაძლიერებთ ურთიერთობას საქართველოს და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ, 24 მარტს ჩამოვიდა.


Print