პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა
ზუგდიდის მერობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

"ჩვენ შევარჩიეთ კანდიდატები, რომლებიც კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან მოსახლეობას. გიორგი არის ადამიანი, რომელსაც, დარწმუნებულები ვართ კარგად ესმის ზუგდიდის, ქალაქისა და სოფლების საჭიროებები. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მისი მერობის პირობებში ჩვენი საამაყო ქალაქი ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე სხვა რამდენიმე ქალაქის მერობის კანდიდატი დაასახელა და დასძინა, რომ მათ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.


ამავე თემაზე:

გიორგი შენგელია ადასტურებს, რომ მერობის კანდიდატად განიხილება
Print