ახალი ამბები
ბახტაძე: მხარს ვუჭერთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ შეძლოს ვალდებულებების შესრულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადებით, მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება შეძლოს. ასე უპასუხა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას ანაკლიის პორტის შესახებ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ქვეყანას აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად, მათ შორის
ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობისთვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულების ვადამ, შესაძლოა, გადაიწიოს



Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2019
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ" ფარგლებში მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ტონი მემელმა ზუგდიდში კონცერტი გამართა. ბენდთან ერთად მან როგორც საკუთარი,
18 / აპრილი 2019
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ბაჩანა შენგელიას თქმით, საგამოძიებო უწყებას საქმესთან დაკავშირებით მთავარი პირები არ დაუკითხავს. 
18 / აპრილი 2019
{{ARTICLEIMAGE}}„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიორგი ჯანაშია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. ფეიქ გვერდების მეშვეობით,
საზოგადოება
ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც მეუღლე, დაახლოებით, 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა, მისგან შვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააჩინა.
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა.
ზუგდიდში, რუსთაველის ნომერ 150-ში ავეჯის ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიათა ქსელი „პანცილიონი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის საოჯახო ავეჯს სთავაზობს.
გამოკითხვა
მიდიხართ თუ არა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.