ახალი ამბები
განათლების სამინისტრომ ლავრენტი ქირიას სახელზე ოფიციალური წერილი გააგზავნა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ლავრენტი ქირიას, რომელიც ზუგდიდის მეექვსე სკოლასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში ავტორად არის მითითებული, ოფიციალური წერილი გაუგზავნა და აუწყა, რომ სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა. წერილში, რომესაც ხელს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოჩიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ქირიას წერილის საფუძველზე სკოლაში შესულმა ინსპექტირების ჯგუფმა დასკვნა დადო და სკოლას გამოსასწორებლად ვადა მიეცა.

წერილის ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, რომელიც მსგავსი წერილის დაწერას უტიფრობად მიიჩნევს და ამბობს, რომ სამინისტრო ანგარიშს არარსებულ პიროვნებას აბარებს.

ანონიმური წერილის ავტორის ლავრენტი ქირიას ნამდვილად არსებობის შესახებ კითხვას პარლამენტში უპასუხა განათლების მინისტრმა. მაშინ ბატიაშვილმა განმარტა, რომ სამინისტროს არ გადაუმოწმებია, რეალურად არსებობდა თუ არა ეს პიროვნება.


ამავე თემაზე:

შს მინისტრი ია კერზაიას საქმეზე: ეჭვის საფუძველი არსებობს



Print