ახალი ამბები
რუხში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში დაკარგული 87 წლის ქალის ცხედარი მაშველებმა რამდენი წუთის წინ, რუხის ციხესთან იპოვეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშველები დაკარგულ ქალს 22 მარტიდან უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.

სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა. დაკარგულის მეზობლები მანამდე ამბობდნენ, რომ ბოლოს ის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვართან ნახეს.

თალიკო პატარაია სახლიდან 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში გავიდა. მას შემდეგ მას ადგილობრივებთან ერთად სამართალდამცავები და მაშველები ერთდროულად ეძებდნენ.

ამავე თემაზე:

რუხში 83 წლის ქალს მესამე დღეა ეძებენ
Print