რეგიონი
ანთიძე: ნიკოსეული სასახლის გახსნა ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებზეა დამოკიდებული
ზუგდიდის ნიკოსეული სასახლის გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამის მიზეზი საინჟინრო ნაგებობების და კომუნიკაციების დამონტაჟებაა, რომელიც ბოტანიკურ ბაღს არის მიერთებული.

„არის სამუშაოები, რომელიც არა სასახლესთან არამედ ბოტანიკურ ბაღთან არის მიერთებული. ამ პროცესების გამო არის შეჩერებული. ბოტანიკურ ბაღში არის სადრენაჟო-საინჟინრო საკითხები, რომლის დასრულებასაც ველოდებით, რათა სრულფასოვნად იმუშავოს სველმა წერტილებმა.  გარდა ამისა გაზი უნდა შეიყვანონ“, - აღნიშნა ანთიძემ.

სასახლის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებში, რომელსაც შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებდა, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  ის სრულად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ამავე თემაზე:

რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება

ფოტო: გუჯა ხუბუტია
Print