ახალი ამბები
რადიო „ათინათის“ ჟურნალისტი სოფო ხუბულავა საზოგადოებრივი ორგანიზაციების რჩეული გახდა
რადიო „ათინათის“ ჟურნალისტი სოფო ხუბულავა კონკურსის „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სამოქალქო საზოგადოებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულარულად და კომპეტენტურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა.

აღნიშნული კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა. მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 83 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით გამოავლინონ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს, იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

გამარჯვებული ჟურნალიტები „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ რეგიონული ჰაბების დახმარებით ჩაატარებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.

ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის ჟურნალისტთა კონკურსის შედეგები რეგიონების მიხედვით: 1. მცხეთა-მთიანეთი: გელა მთივლიშვილი; 2. ქვემო ქართლი: კამილა მამედოვა; 3. აჭარის რეგიონი: ჯაბა ანანიძე; 4. შიდა ქართლი: გოგა აფციაური; 5. გურია: გიორგი გირკელიძე; 6. იმერეთი: ნინო კაპანაძე; 7. კახეთი: მაკა ხაზიური; 8. სამცხე-ჯავახეთი: ქრისტინე მარაბიან; 9. სამეგრელო-ზემო სვანეთი: სოფო ხუბულავა 10. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო- სვანეთი: ცოტნე მუსელიანი.

ცენტრალურ დონეზე გამოვლენილი გამარჯვებული ნინო ზაუტაშვილი გახდა.


Print