ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში: გაზიფიცირებაც დავაჩქაროთ, ბიუჯეტს არ ექნება - მე გავაკეთებ (ვიდეო)
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა, მოქალაქეებს გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

“გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავაჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ,”- ამბობს ივანიშვილი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთმა მოქალაქემ მას საბავშვო ბაღის აშენება სთხოვა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:
ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში იმყოფებოდა
Print