ახალი ამბები
ხობში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ხობში წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,ერთს ჭრილობა აქვს შუბლის არეში, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაა და მას კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გადაიყვანენ. მეორე პირს პოლიტრავმა აღენიშნება , ნეკნების მოტეხილობა. კატასტროფის ბრიგადა გადაიყვანს სხვა კლინიკაში, მესამეს კი ზოგადი დაზიანებები აქვს სახის არეში,“- აღნიშნა ხობის საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა თენგიზ გაბელიამ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.


Print
თეგები: ხობი / შსს / ავარია /