ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული რ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, "მეტადონის" შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


Print