ახალი ამბები
რა პირობა დადო ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ყოფნისას
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და ადგილობრივებს სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ინფორმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“ ,- აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა
Print