რეგიონი
შს მინისტრი: ზვიად გამსახურდიას ღირსებით მოხსენიება ჩვენი მოვალეობაა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პანაშვიდს ესწრებოდა. მისი თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის პატივისცემით და ღირსებით მოხსენიება სახელმწიფოს გაამყარებს.

"ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის, ვინც ესწრებოდა პანაშვიდს, საკმაოდ ემოციური ეს ყველაფერი და მარტივია რატომ. ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს უდიდესი მიღწევა მეოცე საუკუნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და პირველი პრეზიდენტი დიდი პატივისცემით და ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ ეს მხოლოდ  გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პანაშვიდი ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა. 

ამავე თემაზე: 

საქართველოში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

პრეზიდენტი: გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი იარაღია, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა





Print