პოლიტიკა
თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდში თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდის შექმნა სურს
“სამეგრელოს ხმის“ ლიდერსა და ზუგდიდის მერობის კანდიდატს მისი გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება საქართველოს თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდისა და ცენტრის შექმნა სურს. ჯგუშია აცხადებს, რომ აღნიშნული ფონდი თვითმმართველობის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ მან მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც შექმნა სანიმუშო თვითმმართველობა და ჩაატარა თვითმმართელობის პირველი თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, მერიის წინ, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლოს გარკვეული პეროდი გაატარა, მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მივმართავ ხელისფლებას, რომ შეიქმნას საქართველოს თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების ფედერალური ფონდი და ცენტრი, რომლის სამოდელო ქალაქი გახდება ზუგდიდი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა და ეს ფონდი მოემსახურება სრულიად საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას“, - აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ.

მისი თქმით, ფონდი როტაციის პრინციპით გადავა სხვა ქალაქებშიც და თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

Print