ახალი ამბები
შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად ტურისტი დაიღუპა
მესტიაში, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.
Print