ახალი ამბები
ია კერზაიას შვილი: დედის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პროკურატურა არ მცნობს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ ცნეს. ამაზე უარი შენგელიას, როგორც თავად ამბობს, გენერალურმა პროკურატურამ უთხრა.

"პროკურატურამ უარი მითხრა იას საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, არადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56.3-ე მუხლის თანახმად ,,იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“)", - წერს შენგელია ფეისბუქ გვერდზე.


შენგელია გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ უარის მთავარ არგუმენტად საგამოძიებო უწყებამ ის გარემოება მოიყვანა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საქმის მასალები აქვთ სამხარაულში ექსპერტიზაზე გადაგზავნილი.

"გარდაცვალების მიზეზები ცნობილია და ორასგვერდიანი სამედიცინო ბარათიც წარმოგიდგინეთ, რომელიც გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ავიღე საავადმყოფოდან. დაზარალებულის უფლებამონაცვლეობა ნიშნავს, რომ მე მექნებოდა საქმის გაცნობის უფლება და სხვა საპროცესო უფლებამოვალეობები, რაც როგორც ჩანს, არ აწყობთ. ჩქარი ნაბიჯებით მიდიხართ სისტემური დანაშაულისკენ, ყოჩაღ!, - წერს შენგელია და ფაქრს "მორიგ სამართლებრივ აბსურდს" უწოდებს.

ამავე თემაზე:

მინისტრი: თუ ჩემ მიმართ ია კერზაიას საქმეზე მორალური პასუხისმგებლობა დადგება, თანამდებობას დავტოვებ





Print