ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან ხმაურია
ბიზნესმენი მანანა მიქავა და მისი მხარდამჭერები ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ. მიქავა მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას, ასევე სადავო ტერიტორიის დაბრუნებასა და საქმიანობის უფლებას ითხოვს.

მისი ადვოკატის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს მერიის მიერ წარმოებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

მანანა მიქავამ შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადა, თუმცა მას ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მერიის წარმომადგენლების თქმით, ისინი შეხვედრაზე თანახმა არიან, თუმცა მედიისა და სხვა პირების გარეშე, რაც მიქავასა და მის ადვოკატს არ სურთ.

ამავე თემაზე:

მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)

Print