ახალი ამბები
წერილი, რომელიც დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გაუგზავნა
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ეს წერილი, გროზნოში დევნილობის დროს დაწერა.

ამის შესახებ აღნიშნული ფონდის მთავარი ბუღალტრის შვილმა დათა შელიამ რადიო "ათინათს" უამბო.

"მოგეხსენებათ, მაშინ რა პერიოდი იყო სამეგრელოში. მხედრიონის თარეშის შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი, რომელსაც ჰყავდა გარკვეული შემომწირველები. მამაჩემი, მიტო შელია მთავარ ბუღალტრად მუშაობდა ამ ფონდში. ეროვნული მთავრობის დამხობა ჩვენს ოჯახსაც შეეხო ბუნებრივია - დავტოვეთ საქართველო მშობლებთან და ჩემს ძმასთან ერთად. მამამ დაცალა ფონდის ოთახი, უკვე შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები სთხოვდნენ დაესახელებინა ფონდის შემომწირველები, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. იმ პერიოდში, მძიმე დროს ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. სადაც მივდიოდით ეს წერილი ჩვენს ოჯახს თან მიჰქონდა. დიდი პატივია ჩვენთვის, რომ გვაქვს ეს წერილი ",- ამბობს დათა შელია.

ზვიად გამსახურდიას გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "მივესალმები სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდის შექმნას ზუგდიდში. ეს კეთილი წამოწყება უთუოდ დიდი სტიმული იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და ხუნტის მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომის პირობებში. მას მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის როდი აქვს მნიშვნელობა, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში", - წერს პირველი პრეზიდენტი წერილში, რომელიც 1993 წლის 9 ივნისით არის დათარიღებული.

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
16 / ივნისი 2019
ფოთში, სადაც ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატი იმართებოდა, სამართალდამცავებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.
16 / ივნისი 2019
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე ადამიანი შეუერთდა თბილისში, ვერის ბაღში მიმდინარე აქციას ლგბტქი პრაიდის გამართვის წინააღმდეგ.
16 / ივნისი 2019
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე „ჭაქვინჯას ციხეში“ არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, ადრეული ქრისტიანული ეპოქის, IV-X საუკუნეების პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს.
საზოგადოება
ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს.
მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ვერსიით, ქუჩის კვების საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდნენ.
გამოკითხვა
უნდა აღიმართოს თუ არა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდის მთავარ მოედანზე?
არქივი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.