პოლიტიკა
აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ივლისში აირჩევენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება „პარლამენტის“ დღევანდელ სესიაზე მიიღეს, წერს „აბხაზია ინფორმი“. „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა უფლებამოსილების შესრულებას 2014 წლის სექტემბერში შეუდგა. გამოცემის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

დღესვე, აფხაზმა დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები. ამიერიდან, არჩვენების დღეს გაუქმებულია მარკირების პროცედურა, ასევე შეცვლილია საარჩევნო ბიულუტენების შევსების წესი. რაც იმას ნიშნავს რომ, არასასურველი კანდიდატების გვარების გადაშლის ნაცვლად, ამომრჩეველი სასურველი კანდიდატის გვარის გასწვრივ მონიშვნას გააკეთებს. ასევე, აიკრძალება პრეზიდენტობის კანდიდატის უცხოეთის მოქალაქეების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერა.

Print