პოლიტიკა
სანდრა რულოვსი ზვიად გამსახურდიაზე: ახლა ასე ნამდვილად არ დავწერდი
ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის თქმით, წიგნი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიასაც ახსენებს, ავტობიოგრაფიულია და არ წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის სამეცნიერო ნაშრომს. მან ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, რომ კიდევ ერთ წიგნს, ამჯერად, განსხვავებულად დაწერს.

"რაც მე მაშინ, დიდი ხნის წინ ვიცოდი და არ იყო გააზრებული, ისე როგორც დღეს, თუ რა პერიოდი იყო 1991-1992 წელს, მაშინ ასეთი სიტუაცია აღვწერე, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო და მე ზუსტად ამ ფონის შექმნა მინდოდა, რომ მაშინ იყო განუკითხაობა, კრიმინალი, ძარცვა და ყველა მხრიდან ძალიან რთული სიტუაცია. მე ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ამ ტექსტში არ ვადანაშაულებ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც მქონდა დიდი ხნის წინ, მანამ, სანამ თქვენ საერთოდ გამიცნობდით. აქ აღწერილია, რა წარმოდგენა მქონდა საქართველოზე და იმ 90-იან წლებზე, ეს აღვწერე პატარა აბზაცში. მგონი, გასაგებია ყველაფერი, ვინ არის პატრიოტი და ეროვნული ადამიანი. ისევ იმავეს ნამდვილად არ ვფიქრობ, მეორე წიგნს აუცილებლად დავწერ და სხვანაირად დავწერ,  რას ვფიქრობ დღეს, უფრო დეტალურად და გააზრებულად, როგორც ახლა არის, რადგან საზოგადოებაში ეს პერიოდი უფრო გაანალიზებულია", - თქვა რულოვსმა.

საუბარია წიგნზე  "იდეალისტის ნაამბობი", რომელშიც ავტორი გამსახურდიას, როგორც "ბანდიტური დაჯგუფების" მეთაურს მოიხსენიებს.

ის დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომას დაესწრო.



Print