ახალი ამბები
მამუკა წოწერია: ზუგდიდის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 61 მილიონ 55 ათასი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერია თქმით, ბიუჯეტში ცვლილება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებული თანხის შესაბამისად შევიდა.

„დაგვემატა ფული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისთვის და ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პირველად ხდება, რომ თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. ეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დიდი მხარდაჭერაა. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შედეგს და კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს წოწერიამ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 34 მილიონ 500 ათას ლარის ოდენობით საკრებულომ 2018 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა.

Print