ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ახალგაზრდებისთვის ზუგდიდში ახალი სივრცე მოეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი შენგელიას თქმით, ქალაქში სპეციალური შენობა აშენდება, სადაც ახალგაზრდებისთვის სივრცე მოეწყობა. პროექტი ზუგდიდის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს ახალგაზრდულ ფორუმზე გააცნო, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დამსწრეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებსა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„ახალი სივრცე ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები“, - აღნიშნა შენგელიამ.


ზუგდიდში პირველი ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდები ზუგდიდისთვის“ დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ მიმართეს.


Print