რეგიონი
აბაშაში, სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში, სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა და შემდეგ, სახლის ეზოში თავი მოიკლა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოფლის რწმუნებულმა ზაზა ვეკუამ უთხრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 3 საათის წინ,  გარდაცვლილების საერთო მეზობლის სახლში მოხდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.  

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. რწმუნებული განმარტავს, რომ გარდაცვლილ ბ.ა.-ს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ვეკუა აცხადებს, რომ გარდაცვლილები 1960 და 1968 წელს დაბადებული აბაშის მკვიდრნი არიან.

შსს-ში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

"ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და კომპლექსური ექსპერტიზის გაირკვევა დანაშაულის დეტალები", - გვითხრეს უწყებაში.
Print