პოლიტიკა
შენგელია ია კერზაიას საქმეზე: შეიძლება მქონდეს კითხვები, მაგრამ ობიექტურ გამოძიებაში დარწმუნებული ვარ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე გამოძიება

ობიექტურად ჩატარდება. ამის შესახებ მან საკუთარი წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ოჯახი ჩემი ახლობელია და ადამიანურად განვიცდი ამ ტრაგედიას. როგორც მოქალაქეს, შეიძლება კითხვებიც მქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ამ არჩევნებზე ვიმუშავებთ ხალხთან ურთიერთობის პრინციპით და მათი მხარდაჭერით“, - აღნიშნა შენგელიამ.

კერზაიას საქმეზე კომენტარი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმაც გააკეთა და განაცხადა, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

"ეს არის დიდი ტრაგედია რომელსაც მე ვუსამძიმრებ ოჯახს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებაში არაერთხელ ითქვა, რომ ეს გამოძიება მივა ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი", - თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა.





 

Print