ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: გპირდებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად შედგება
პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც დღეს ზუგდიდში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე იმყოფებოდა, ანაკლიის პორტზე გაამახვილა ყურადღება.

"ბევრი სპეკულაცია მესმის ანაკლიის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ როგორც ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ანაკლია შედგეს, გპირდებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად შედგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბახტაძემ.

ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დღეს ოფიციალურად წარადგინეს. ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print