პოლიტიკა
"იყო ზუგდიდის მერი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა" - რა დაპირებები მისცა გიორგი შენგელიამ ზუგდიდელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია საკუთარ წარდგენაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და საკუთარ ამომრჩევლებს სხვადასხვა სფეროში ეფექტურ საქმიანობასა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„იყო ზუგდიდის მერი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა თქვენი თანადგომით ჩვენ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ზუგდიდელებს. ჩემი მერობის განმავლობაში უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც აწუხებს თითოეულ ზუგდიდელს. გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოერგება თქვენს საჭიროებებს. ჩემი მთავარი მიზანია ზრუნვა თითოეულ პენსიონერზე, სოციალურად დაუცველზე, დევნილზე და რიგით ზუგდიდელზე.

ჩემი მერობის განმავლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ახალგაზრდების გვერდში დაყენება და მათთან ერთად უკეთესი ზუგდიდის შექმნა იქნება. ჩვენ ავაშენებთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი იდეების განხორციელებას. ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და ისინი არ უნდა ტოვებდნენ ზუგდიდს. თქვენ იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ხარისხიანად, წარმატებულად და კეთილსინდისიერად განხორციელების გარანტი მე ვიქნები. გარდა ამისა, ჩემი მერობის განმავლობაში ჩვენ მინიმუმ გავაორმაგებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ის უფრო ეფექტურად მოხმარდება ზუგდიდელების საჭიროებებს. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი დღემდე მოუგვარებელი საკითხი რაც ზუგდიდელებს გვაწუხებს, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა და გპირდებით, რომ ამ პრობლემას, როგორც მერი, სრულად მოვაგვარებ. უახლოეს პერიოდში ზუგდიდის 10 ქუჩაზე დაიწყება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ხოლო უკვე დაწყებულია 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი. თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი და მიმზიდველი გახდეს გრძელვადიანი ვიზიტებისთვის. ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და შესაბამისად, მათი შემოსავლის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი როგორიც ანაკლიის პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგა პროექტი გახდება უამრავი ზუგდიდელის დასაქმების წყარო, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს არამხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი მთავრობისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენი ყველაზე მთავარი საზრუნავი რეგიონში თხილის კულტურის რეაბილიტაციაა. ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით მხარდაჭერას თითოეული ფერმერისადმი, სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქისადმი, რათა მათ შესაბამისი ცოდნით და საშუალებებით აღჭურვილებმა მოახერხონ საკუთარი თხილის ბაღების გადარჩენა, რაც ზუგდიდში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის და მთელი მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი და ცენტრალური ხელისუფლების გეგმები განუხორციელებელია თქვენი თანადგომის გარეშე. ჩემთვის მერობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება, უფრო განვითარებული ზუგდიდი და უფრო წარმატებული ზუგდიდელები. მე 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და არც მომავალში ვაპირებ სხვაგან წასვლას. თქვენს მხარდაჭერას ღირსეულად და კეთილსინდისიერად ვემსახურები. მე დავიბადე და გავიზარდე ჩვენს მშობლიურ ზუგდიდში, დავამთავრე მეორე საჯარო სკოლა და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. მე კარგად ვიცი, აქაური საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენ, ზუგდიდელებს გვაწუხებს და ზუსტად ვიცი, რაც არის გასაკეთებელი მათი მოგვარებისთვის. ჩვენ ამას ერთად, აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩემი საქმიანობა არ და ვერ იქნება ფორმალური. მე ვაპირებ თითოეულ თქვენგანთან ერთად მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თქვენი შვილები ჩემს სამ შვილთან ერთად უკეთეს გარემოში იცხოვრებენ.

თითოეული თქვენგანი, რომელიც მივა საარჩევნო უბანთან და შემოხაზავს 41-ს, ამით მხარს დაუჭერს სიმშვიდეს, სტაბილურობას, წინსვლას და კეთილდღეობას, ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა ცერემონიაზე, სადაც ის პრემიერმა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებმა წარადგინეს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.