ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებებით
"სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება", - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ზუგდიდში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისაუბრა. 

"რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. როგორც შარშან დაგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი, ზუგდიდში შენდება ახალი, ოლიმპიური სტანდარტების აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი", - თქვა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, ზუგდიდში ასევე აშენდება პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა. 

ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დღეს ოფიციალურად წარადგინეს. ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მავე თემაზე: 

პრემიერ-მინისტრი: გპირდებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად შედგება

მამუკა ბახტაძე : ერთადერთი სწორი არჩევანია „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია
Print